www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სასტუმრო სავანეთი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. იყალთო, თელავი;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
გამოსაცდელი ვადა: 1 - 3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** საბუღალტრო და საბანკო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების შესრულება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** ზედნადებების/ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
** კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან, მოქმედ და ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;
** კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადება;
** საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი (Cash Flow, Balance sheet მომზადება)
** სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად;

უპირატესობა მიენიჭებათ კახეთის რეგიონში მცხოვრებ კანდიდატებს.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |