www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: პარტნიორი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის მართვა, კომპანიის საფინანსო პოლიტიკის განხორციელება, ფინანსური ანგარიშგებების კონტროლი, ფინანსური ანალიზი და კონსოლიდაცია;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და საქართველოს საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადის უწყისი) დროულად მომზადების უზრუნველყოფა და ფულადი სახსრების მიმოქცევის ყოველდღიური მონიტორინგი/მართვა;
** ფინანსური ანგარიშგების, ხარჯთაღრიცხვისა და სხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის დროული შედგენის უზრუნველყოფა, სისწორის კონტროლი;
** სტრატეგიულ დაგეგმვაში აქტიური ჩართულობა, ბიზნესის წარმართვაზე მოქმედი ფაქტორების კვლევა და ანგარიშის წარდგენა, ახალი თუ მიმდინარე საქმიანობის ფინანსური შედეგების შეფასება, შესაბამისი ანალიზების წარმოება და რისკების იდენტიფიცირება;
** საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ფინანსური მოდელირება სხვადასხვა გადაწყვეტილებისა თუ ინვესტიციის ეფექტიანობის შეფასებისთვის;
** კომპანიის ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადება და შემდგომი მართვა - ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების/ინდიკატორების ანალიზი, მიმდინარე და გასული პერიოდის ბიუჯეტთან შედარება და დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აქტიური კონტროლი;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** გარე აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობა;
** სააღრიცხვო პროგრამის ადმინისტრატორთან ურთიერთობა კომპანიის შიდა პროცედურების ცვლილებისას/დამატებისას პროგრამის განახლებულ პროცედურებზე მორგების მიზნით, პროგრამული განახლების საჭიროების შესაბამისი პროექტის შემუშავება და დანერგვის პროცესის ხელმძღვანელობა;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების მომზადება და წარდგენა;
** კომპანიის ფინანსური პროცესების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ACCA-ს ან CFA-ის შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით, პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, პროგრამა APEX-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 14 ივნისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |