www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაკრედიტების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას დაკრედიტების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ქ. თელავში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით.

დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ათ ქალაქში 14 ფილიალის სახით.
კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სერვის ცენტრში, საკრედიტო მიმართულების ჯგუფის კოორდინაცია, ყოველდღიური ზედამხედველობა;
** დაქვემდებარებული დაკრედიტების ექსპერტების მუშაობის ხარისხის შემოწმება. მათი მუშაობის, კომპანიაში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** პორტფელში არსებულ მსესხებელთა პერიოდული მონიტორინგი;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
** საკრედიტო პორტფელის ყოველთვიური (კვარტალური, წლიური) გეგმიური მაჩვენებლების შესრულების მართვა;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმარება და კოორდინაცია;
** ჯგუფის მიერ ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობის კოორდინაცია, სესხების დაფარვის მონიტორინგი;
** საკრედიტო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი;
** ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, შუამდგომლობების წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** საფინანსო სექტორში, საკრედიტო მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 24 ივნისი, 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით აღნიშნული ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - "მისო"), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე , გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე მისოსგან შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: hr@mbc.com.ge. ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |