www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ვგ ავტო ექსპორტი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

შპს "ვგ ავტო ექსპორტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N19
კატეგორია: ბუღალტერია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოთხოვნები:

კომპიუტერული პროგრამები: საოფისე პროგრამები.

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 1 წელი;
** სფერო: ბუღალტერია, ფინანსები.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი;
** რუსული - საშუალო;
** ინგლისური - საშუალო.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

სამუშაოს აღწერა:

** შესყიდვების აღრიცხვა პროგრამულად;
** საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** სხვა ყოველდღიური სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა პროგრამულად.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

თუ უკვე მიიღეთ თეორიული ცოდნა და გაქვთ მცირეოდენი პრაქტიკა, ხართ მოტივირებული და მოწესრიგებული ადამიანი და გსურთ თქვენი ცოდნა გაიღრმაოთ, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება როგორც სარეზერვო მონაცემები.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vgae.hr1@gmail.com.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |