www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აგრო-კონსულტანტი
მომწოდებელი: ბარაქა
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

აგრო კომპანია "ბარაქა" აცხადებს ვაკანსიას აგრო-კონსულტანტის პოზიციაზე, 25-45 წლის ასაკის ქალის ან მამაკაცისთვის, კარიერული ზრდის პერსპექტივით.

სამუშაო ადგილი: ყვარელი, ქ.ყვარელი, ფერმერთა მომსახურების ცენტრი;
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** გაყიდვების წარმოება მაღაზიაში;
** სალაროს სრული წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** მაღაზიასა და საწყობში არსებული პროდუქციის აღწერა;
** პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებულ აქციებში და/ან სხვა აქტივობებში მონაწილეობა;
** პროდუქციის მიღება, განლაგება;
** თაროების და სტენდების მოწესრიგება;
** სისუფთავეზე ზრუნვა;
** პროდუქციის ფასდადება, ფასმაჩვენებლების კონტროლი;

ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მცენარეთა დაცვის, აგრონომის, ფარმაცევტის სპეციალობით);
** გამოცდილება - სოფლის მეურნეობის სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული მახასიათებლები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** სწრაფი აზროვნება;
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:

** 400 ლარი ყოველთვიურად გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში
** 650-800 ლარი ყოველთვიურად გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ, კანდიდატის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისად

შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრეინინგები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: m.papunashvili@baraka.ge, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშრდით 571433433



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |