www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. "კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ფინანსების დეპარტამენტში, დამწყებ პოზიციაზე - ინვენტარიზაციის სპეციალისტი.

გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, 3 დღეში ერთხელ, საღამოს ცვლა

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დათვლა წინასწარ გაწერილი გრაფიკის თანახმად.
** აღწერის შედეგების ასახვა პროგრამაში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** ექსელის საბაზისო დონე.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com და წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინვენტარიზაციის სპეციალისტი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |