www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

სასტუმრო "ჰოლიდე ინნი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველ დილით ამოწმებს სტუმრების სიას და მათ მოთხოვნებს;
** ყოველი ცვლის დასაწყისში ამოწმებს პროგრამაში დატოვებული ინფორმაციას;
** ამოწმებს სუფთა და დაუსუფთავებელი სტატუსით კლასიფიცირებულ ოთახების სიას;
** თავაზიანად ეგებება სტუმარს, ყველა წესის დაცვით ატარებს რეგისტრაციის პროცედურას და სტუმრის მოთხოვნების გათვალისწინებით ანიჭებს ჯავშანს შესაბამისი ოთახის ნომრით;
** პროგრამაში შეყავს სტუმრის შესახებ არსებული საჭირო მონაცემები;
** უსაფრთხოების ფარგლებში უზრუნველყოფს სტუმრების და სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას;
** მონიტორინგს უწევს სტუმრების ანგარიშებს და არასაკმარისი გარანტიის შემთხვევაში უზრუნველყოფს სტუმრებთან კომუნიკაციას სათანადო გარანტიის დროულად მისაღებად;
** აწარმოებს გამსვლელთა სიის მონიტორინგს, რომ სტუმარმა არ დატოვოს სასტუმრო ანგარიშსწორების გარეშე;
** არასამუშაო საათებში იღებს ჯავშნებს რეზერვაციების დეპარტამენტის ნაცვლად;
** საჭირო ყურადღებით ავსებს დეპარტამენტის ყველა ფორმას;
** სტუმრისგან საჩივრის მიღებისას მოქმედებს მის გადასაჭრელად. ამოწმებს პრობლემის მოგვარების სტატუსს, რათა დარწმუნდეს, რომ პრობლემა აღმოფხვრილია;
** სტუმრებს უწევს კონსიერჟის მომსახურებას, აწოდებს ზოგად ინფორმაციას ქალაქისა და მისი ღირშესანიშნაობების შესახებ;
** ორგანიზებას უწევს, როგორც სტუმრის დახვედრას აეროპორტში, ასევე გაცილებას.

საჭირო უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის გამართულად ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 28 ივნისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hi-tbilisi.com და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |