www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

შპს "ალტა სოფთვეარი" გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. "ალტა სოფთვეარი" ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან.

რეპორტინგის სპეციალისტი მოიაზრებს SQL-ში რეპორტების აწყობას, შემოწმებას და ყოველთვიურ მხარდაჭერას; ასევე მას შეხება ექნება Microsoft SSRS-თან, სადაც ეწყობა რეპორტის ვიზუალური მხარე, და მონაცემთა საცავთან, რომელზეც ხდება რეპორტების დაშენება.

კომპეტენციის ფარგლები:

** MS SQL Server-დან მონაცემების ამოღება/დამუშავება;
** MS SQL Server-ზე არსებული რეპორტების( პროცედურების) მხარდაჭერა;
** MS SQL Server-ზე ახალი რეპორტის (პროცედურის) აწყობა და მისი შემდგომი მხარდაჭერა;
** Microsoft Visual Studio-ში რეპორტების დამუშავება;
** დაგენერირებული რეპორტების შემოწმება/შედარება არსებულ ბალანსთან;
** საერთო მონაცემების მქონე რეპორტების Cross Checking;
** რეპორტების ფორმებში არსებული ხარვეზების გამოსწორება (მხარდაჭერის მომსახურება);
** მონაცემების შემოწმება და გასწორების რეკომენდაციების წარდგენა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია მხარდაჭერის მომსახურების ფარგლებში.

საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ფინანსების განხრით;
** Microsoft SQL Server-ზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა

სასურველი კვალიფიკაცია:

** საბანკო ბუღალტერიის საბაზისო ცოდნა;
** Microsoft SSRS სერვისის ცოდნა;
** მონაცემთა საცავის ადმინისტრირების გამოცდილება

აუცილებელი უნარები:

** დაინტერესება ფინანსური ანალიტიკის სფეროთი და დამოუკიდებელი კვლევის უნარი;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და საქმიანი კორესპოდენციის წარმოების უნარი;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფორმა კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.
კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |