www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიველი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

შპს "ჯიველი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თელავი, სოფ. ვარდისუბანი

მოთხოვნები:

** ასაკი: 25-45
** მართვის მოწმობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** აქტიური, ენერგიული ხასიათი და გაყიდვების უნარი;
** საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენის უნარი;
** ძლიერი საკომუნიკაციო და ორგანიზების უნარი;
** სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნების ცოდნა და მოლაპარაკების წარმოების ძლიერი უნარი;
** ღვინის სფეროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** ექსპორტის / მარკეტინგის სტრატეგიისა და საქმიანობის შემუშავება და განხორციელება კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად;
** კავშირების განვითარება ახალ ქვეყნებში და უკვე არსებული ურთიერთობების შენარჩუნება სხვადასხვა ღვინის დისტრიბუტორებთან;
** ყოველწლიური გაყიდვების ბიუჯეტის შედგენა (ფინანსური დაგეგმვა) და მათი განხორციელების კონტროლი;
** ყოველთვიური გაყიდვების რეპორტის წარმოება (გაყიდვების მიზნობრივი კონტროლი / შესრულებული საქმიანობა და მათი შედეგები);
** კლიენტის მონაცემთა ბაზის შექმნა და კლასიფიცირება;
** სარეკლამო გეგმებისა და მარკეტინგულ ღონისძიების შემუშავება.

ფინანსური საკითხები-ანაზღაურება(საბოლოოდ შეთანხმდება გასაუბრების დროს):

** ძირითადი ხელფასის 30 % გამოსაცდელ პერიოდში(2-3თვე);
** ძირითადი ხელფასი დაზუსტდება გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ (დამოკიდებული იქნება გამოცდილებასა და უკვე მიღწეულ შედეგებზე). ერთი წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ანაზღაურებაზე ხელახლა მოლაპარაკება;
** დამატებითი ანაზღაურება ექპორტზე გაყიდული ღვინიდან (% შეთანხმების მიხედვით);
** წლიური პრემიები, განისაზღვრება კომპანიის ეკონომიკური შედეგებიდან გამომდინარე;

საკონტაქტო პირი და მეილი CV ს გადმოსაგზავნად:

მაკა მიქელაძე
maka@gevelli.com
Gevelli LLC
2200 Vardisubani, Georgia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |