www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღონისძიებების მენეჯერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა მოცემულ ვადასა და ბიუჯეტში;
** პროექტების შეთავაზების მომზადება და დამკვეთთან შეთანხმება;
** პროექტების პირველადი ბიუჯეტის შემუშავება და შემდგომში მისი მოდიფიკაცია დამკვეთის კომენტარების მიხედვით;
** მომხმარებელთა ფინანსური სტატუსის წარმოება, ჩარიცხვების კონტროლი;
** პროექტებისთვის საჭირო რესურსის და პერსონალის განსაზღვრა დასახული მიზნის მისაღწევად;
** პროექტების გეგმისა და გრაფიკის განსაზღვრა შესაბამისი საშუალებების გამოყენებით.
** პროექტების ეტაპების და შედეგების კონტროლი, მონიტორინგი და ანალიზი;
** ვადებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** პროექტების სტატუს რეპორტების მომზადება;
** მომხმარებელთა მოზიდვაში მონაწილეობის მიღება;
** პოტენციურ დამკვეთებთან ურთიერთობა, მოთხოვნის დამუშავება, შეთავაზებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული თვისებები

** ფორს-მაჟორული სიტუაციების მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** პუნქტუალური.

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ღონისძიებების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |