www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Middle .Net დეველოპერი
მომწოდებელი: სოლვიო
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

სოლვიოში მუდმივი გაუმჯობესების გვჯერა და ყველაფერს ვაკეთებთ რომ ყოველი მომდევნო დღე წინაზე უკეთესი იყოს. ამ დიდ საქმეში, ციფრული ჯადოქრების დახმარება გვჭირდება.

ვეძებთ ჩვენიანს, რომელსაც უნდა ახალი პროდუქტებისა და სერვისების გაკეთება, აინტერესებს სიახლეები, მოსწონს ამბიციური საქმე და სირთულეების გადალახვა.

ჩვენიანი - ცნობისმოყვარე, ემპათიური და თვით-ორგანიზებულია; მუდამ ფიქრობს რაიმეს გაკეთებაზე და სულ ცდილობს მოკავშირეების მოძიებას; აინტერესებს ექსპერიმენტების კეთება და გაუკვალავ გზაზე სიარული.

დასახელება: Middle .Net დეველოპერი

ცოდნა/გამოცდილება:

** C#, ASP.NET Core, SignalR, Web API, Entity Framework, Dapper, Ado.net,
** RabbitMQ/ActiveMQ(რომელიმე), DDD, Micro Services, CQRS - ჩაითვლება უპირატესობად
** SQL/SQL Server მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** SOLID პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში გამოყენება;
** Unit testing;
** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სრული ციკლის ფუნდამენტური ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი

ასევე, გვინდა იცოდე რომ ჩვენიანებისთვის დროს, ენერგიასა და ფულს არ დავიშურებთ, უფრო პირიქით - ყველაფერს ვიზამთ რომ კიდევ გავიზარდოთ, ბევრს მივაღწიოთ და დავამკვიდროთ ერთად საქმის კეთების ახალი მოდელი.

თუ ამ ყველაფერმა დაგაინტერესა, us@solvio.dev-ზე გამოაგზავნე ინფორმაცია შენს შესახებ და აუცილებლად შევხვდეთ.

This is the way.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |