www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგზაო მონიშვნის სპეციალისტი
მომწოდებელი: გზაჯვარედინი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

კომპანია "გზაჯვარედინი" 2007 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, ძირითად საქმიანობას მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების წარმოება, რეალიზაცია და მომსახურება წარმოადგენს. ჩვენი საწარმო აღჭურვილია ევროპული წარმოების საუკეთესო დანადგარებით, ხოლო ნედლეულად ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიო ბრენდების პროდუქციას.

კომპანია "გზაჯვარედინი" აცხადებს ვაკანსიას საგზაო მონიშვნის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის №122
დამატებითი პირობა: მივლინებები ქვეყნის ფარგლებში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო მონაკვეთის გაცნობა;
** დროებითი მონიშვნის დატანა;
** მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება;
** გზის დახაზვა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება კომპეტენციიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო განათლება.

უნარები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა/კოლეგიალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას, პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს, დაზღვევასა და სხვა ბენეფიტებს.
კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე (miranda@crossroad.ge) 2021 წლის 27 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |