www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჯი-ემ-თი მთაწმინდა
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

შპს "ჯი-ემ-თი მთაწმინდა" აცხადებს ვაკანსიას HR ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მთაწმინდის პლატო;

ძირითადი მოვალეობები:

** დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, მონიტორინგი და კონტროლი;
** კომპანიის ადამიანური რესურსის პროცესების ანალიზი და მართვის ხელშეწყობა, შესაბამისი ხედვებისა და გეგმების მომზადება;
** კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;
** შეფასების სისტემის დანერგვის, განვითარებისა და დახვეწის პროცესის ხელშეწყობა, პერსონალის შეფასების პროცედურების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება, სამუშაოს შეფასების პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის კოორდინაცია, მიღებული ანგარიშებისა და შეფასების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
** კომპანიის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროების ანალიზის განხორციელება, შესაბამისი ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების მოძიება და თანამშრომელთა ჩართვის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** საკადრო ადმინისტრირებისა და საკადრო დოკუმენტბრუნვის სამუშაოების ორგანიზება/მონიტორინგი;
** კორპორატიული ფასეულობების ანალიზი და ორგანიზაციული კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
** კომპანიაში კადრების მოზიდვა და შერჩევა. ვაკანსიების ბაზების უზრუნველყოფა, მუდმივი შერჩევის პროცესი, კადრების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და ა.შ.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების ან ამ სფეროსთან დაკავშირებული სასწავლო კურსი;
** სასურველია შესაბამის სფეროში 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@funicular.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |