www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

"ევროპროდუქტი" ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 24 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად.

ბრენდის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი, მოიპოვოს ერთგული მომხმარებელი და განვითარდეს.

"ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 800 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5დღე (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 სთ.)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბალანსზე არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების კონტროლი და ინვენტარიზაცია;
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში, ინსტრუქციის შესაბამისად ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროგრამა Excel-ის ცოდნას);

გადმოაგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@europroduct.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- "კატეგორიის ინვენტარიზაციის სპეციალისტი".

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ უფლებამოსილებას: საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |