www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი-თერაპევტი
მომწოდებელი: გერმანული ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

ს.ს. "გერმანული ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-თერაპევტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ლიცენზია თერაპიული მიმართულებით;

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მართვა;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი;
** პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად რეფერალის განსაზღვრა და შესაბამისი პროფილით გადამისამართება;
** პაციენტის /მისი მეურვის ინფორმირება მკურნალობის სქემის შესახებ.
** მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების /ინგლისური, რუსული/ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ninog3498@gmail.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

ანაზღაურება შეთანხმებით.

ს.ს. "გერმანული ჰოსპიტალი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |