www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 13 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება ადგილობრივ და უცხოურ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან;
** საქონლის ნაშთების/მომარაგების კონტროლი;
** შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პროდუქტის ეტიკეტების თარგმნა;
** პროდუქციაზე პრეზენტაციების მომზადება
** პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება კატეგორიის მენეჯერთან ერთად;
** პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვის პროცესების მართვა და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Excel, Word, PowerPoint);

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49.

დაინტერესებულ პირებს, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: http://hr.palitra.ge/vacancy/0x8704005056a2625311ebbd21d4940460 და შეავსოთ განაცხადი 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |