www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს ვაკანსიას ექიმის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და ეთიკური ნორმების გათვალისწინებით აკადემიის სტუდენტთა და პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, შენარჩუნება და აღდგენა კომპეტენციის ფარგლებში.
** აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ჩატარების პერიოდში აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და რეაგირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
** კომპეტენციის ფარგლებში, აკადემიაში, ეპიდემიოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი. შრომის უსაფრთხოების ჯგუფთან თანამშრომლობით.
** სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას, ინფორმაციის წერილობითი ასახვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ;
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
** სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო რესურსის შესაძენად, წერილობითი მოთხოვნის წარდგენა აკადემიის შესაბამის სტრუქტურაში;
** სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმებთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ოჯახის ექიმის საქმიანობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი)
** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და ოჯახის ექიმის საქმიანობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tamila.lomadze@art.edu.ge

კანდიდატი მიიღება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |