www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: კორიდა
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

შპს "კორიდა" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე ფოთში.

ძირითადი მოთხოვნები:

** თანამშრომლების ელექტრონული საშვის გატარების კონტროლი;
** დროებითი საშვის მქონე თანამშრომლების გასვლა-შემოსვლის კონტროლი;
** გასაუბრებასა და ტესტირებაზე მოსული კანდიდატების სიის შემოწმება და დანიშნულების ადგილამდე მიცილების უზრუნველყოფა;
** მოსული სტუმრის ვინაობის დადგენა და გადამოწმების შემდეგ დანიშნულების ადგილამდე მიცილების უზრუნველყოფა;
** ტერიტორიაზე უცხო პირის მანქანით შეშვების შემთხვევაში გადამოწმება და საშვის გამოწერა.
** გარე ტერიტორიის კონტროლი;
** ოფისის ავტოსადგომის ფიზიკურად დათვალიერება;
** საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიის და გარე პერიმეტრის თვალყურის დევნება, რაციით ერთმანეთთან კავშირი;
** მუშების სამუშაოს დასრულების შემდეგ, ცეხების, საამქროების, კარების შემოწმება;
** ცეხების და საამქროების მიმდებარე ტერიტორიის თვალყურისდევნება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მისვლით გადამოწმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაიცვას კომპანიის შიდა განაწესით დადგენილი ნორმები;
** გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე დროულად;
** გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში მყოფ კომპანიის საკუთრებას;
** დაიცვას კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაცია;
** შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები;
** პრობლემის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს უშუალო ხელმძღვანელი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 01 ივლისამდე .

გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 595381218.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
I _ რეზიუმეების გადარჩევა;
II _ ტესტირება;
III _ გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |