www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერის ასისტენტი
მომწოდებელი: VV Capital
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

საინვესტიციო ჯგუფი "VV CAPITAL" -ი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატიულ თანამშრომელთა გუნდს.

სამუშაო ადგილია: ქ.თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი № 56 ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 19 საათამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების - რუსულის თავისუფლად ფლობა;
** აუცილებელია 1C (Balance) პროგრამის საბუღალტრო მოდულის და საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა);
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია კვების ობიექტის ან წარმოების სფეროში;
** თანამედროვე საბუღალტრო სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საბუღალტრო გუნდის მართვის უნარი;
** ოპერატიული რეაგირება, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა; ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი, სააღრიცხვო პროგრამაში დროული ასახვა.
** ფულადი სახსრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დროული ინკასაცია.
** რეგლამენტის შედგენა აღრიცხვის წარმოების, სალარო დისციპლინის, დოკუმენტაციის ბრუნვის,
** რეალიზაციის პირველადი დოკუმენტის გატარება პროგრამაში;
** უცხოური შესყიდვით ნედლეულისა და მარაგების პირველადი აღრიცხვა პროგრამაში, ზედნადები ხარჯების გადანაწილება საბაჟო დეკლარაციის და თანდართული საბუთების საფუძველზე საქონლის რაოდენობის ხვედრითი წილის მიხედვით;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარება, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შედარების აქტის ფორმირება.
** მიღებული და გაცემული სესხის პროცენტის დარიცხვა პროგრამაში, ხელშეკრულების საფუძველზე სესხის პროცენტის დარიცხვა შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთით
** ლიზინგის ხელშეკრულებების დარიცხვა პროგრამაში
** დეკლარაციების გადაგზავნა ყოველთვიური, ყოველწლიური, თვის ინფორმაციის დამუშავება, რს-ს, ბანკის და საბუღალტრო პროგრამის მონაცემების შეჯერება, და რს-ზე დეკლარირება 996 დადგენილების მიხედვით.

თვის დახურვა და რეპორტი IFRS სტანდარტით ან ნებისმიერი მოთხოვნილი ფორმატით, თვის ინფორმაციის დამუშავება და რეპორტის მომზადება ხდება მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
გადასახდელი გადასახადების დაგეგმარება, ყველანაირი საკანონმდებლო შეღავათის გამოყენება და გადასახადების შესაბამისობაში მოყვანა.
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (აუცილებლად რუსულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@VVcapital.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " მთავარი ბუღალტრის ასისტენტი"

გისურვებთ წარმატებებს!

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშავოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |