www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გერმანულენოვან გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Elite Global
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"Elite Global" არის საერთაშორისო დასაქმების სააგენტო, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს ფილიალები. ჩვენ პარტნიორი კომპანიებისთვის ვეძებთ ახალ ტალანტებს და ვუწევთ მათ საკონსულტაციო მომსახურებას.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ გერმანულენოვან გაყიდვების აგენტს, რომელიც შეუერთდება დინამიკურ გაყიდვების გუნდს.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა;
** სხვადასხვა სერვისის წარდგენა, შეთავაზება და გაყიდვა;
** ზარების განხორციელება ყოველდღიურად (hot/cold);
** პოზიტიური ბიზნეს და სამომხმარებლო ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** გერმანული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** მოლაპარაკებების უნარი;
** შრომისმოყვარე, მიზანზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი;
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან;
** კონტრაქტით დასაქმება, ანაზღაურებადი შვებულება და ბიულეტენი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პირადი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** კომპანიის მიერ ჩატარებული პროფესიული ტრენინგები (2 კვირის განმავლობაში);
** მეგობრული და აქტიური სამუშაო გარემო;
** კომფორტული ოფისი ქალაქის ცენტრში;
** კორპორაციული ღონისძიებები.

ჩვენ ვეძებთ ყველა ასაკისა (18 წლიდან) და ეროვნების ადამიანს, რომელიც შეუერთდება გაყიდვების გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: CV@elite-global.org. ასევე, სათაურის ველში მიუთითეთ: "გერმანულენოვანი გაყიდვების აგენტი ქუთაისში"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |