www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Coffee Space Tbilisi
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

საქართველოს რეალობაში სრულიად ახალი, ამერიკული ორგანული ყავის "Take Away" კაფეების ქსელი "Coffee Space Tbilisi" ეძებს ენერგიულ ადამიანებს მეგობრულ გუნდში გასაწევრიანებლად.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ყავის აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** კოქტეილებისა და ყავის ბაზაზე სხვადასხვა სასმელების დამზადების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (კომპანიის სამუშაო პროგრამას შევასწავლით ადგილზე);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** კაფეში წარმოდგენილი პროდუქციის დასახელებებისა და მახასიათებლების ცოდნა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება.

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითობა;
** ენერგიულობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი (მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ);
** სამუშაო გრაფიკი ცვლებში: დილის 08:00 საათიდან შუადღის 15:30 საათამდე და შუადღის 15:30 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე (კომენდანტის საათის პირობებში - საღამოს 22:00-მდე);
** შრომის ანაზღაურება: ცვლის ფიქსირებული ანაზღაურება 15 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდული ყავის რაოდენობის შესაბამისად.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და გსურთ გახდეთ "Coffee Space Tbilisi"-ს მეგობრული და ენერგიული გუნდის წევრი, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: Coffeespacetbilisi@gmail.com

ჩვენი კომპანია ყველა დაინტერესებულ კანდიდატს უსურვებს წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |