www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"ლაზიერი", 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

"ლაზიერი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
** კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე;
** პროდუქციის დატვირთვა, გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური შემოწმება და სისუფთავის კონტროლი;
** ლოჯისტიკაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

ანაზღაურება მოცემულ პოზიციებზე განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Ajangavadze@Lazieri.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისში, ფეიქრების 12.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:30.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

https://www.Lazieri.com
https://www.Facebook.com/LazieriGeo
https://Instagram.com/LazieriGeorgia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |