www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: პარტნიორი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიისთვის ვიზუალური მასალის შექმნა;
** სარეკლამო პოლიგრაფიული მასალების (ბუკლეტის, პოსტერის, ფლაერების, ბარათების და ა.შ) დიზაინის შემუშავება;
** კონტრაქტორ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის უკეთ წარმოჩინების მიზნით საჭირო დიზაინის ელემენტების შექმნა;
** სადისტრიბუციო ტრანსპორტის ვიზუალურ გაფორმებაზე ზრუნვა;
** დიზაინის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად ბეჭდვისთვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრა;
** სტამბებთან ურთიერთობა;
** ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიის ვიზუალის კონცეფციის მოფიქრება, შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების: Corel Drow / Adobe Photoshop / Adobe Illustrator მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** შრიფტებზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა და ინოვაციურობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 2 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |