www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხილ-ბოსტნეულის კონსულტანტი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების "Danone"-ის, "Sadia"-ას და ასევე საკუთარი ბრენდის "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ხილ-ბოსტნის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 500 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ხილ-ბოსტნის განთავსება სექციაში და მისი მუდმივი შევსება
** განთავსებული პროდუქციის ხარისხის, ვადიანობის და სისუფთავის კონტროლი
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gfs.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |