www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"მეღვინეობა ხარება"-ს ღვინის ყაზბეგის საფირმო მაღაზია მომხმარებელს კომპანიის მიერ წარმოებულ, საუკეთესო ხარისხის ევროპული და ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ღვინოებს სთავაზობს. აქვე შესაძლებელია ჩამოსასხმელი ღვინის, წიპწის ზეთისა და ბრენდის შეძენა.

პოზიციის დასახელება: მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი

ადგილმდებარეობა: ყაზბეგი
სამუშაო დღეები: ცვლადი, 1 დღე დასვენება, 1 დღე მუშაობა;
მუშაობის საათები: 10:00-დან 20:00 საათამდე.
ანაზღაურება: 500 ლარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** ღვინის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ღვინის ბოთლების მოწესრიგებულად განლაგება;
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის წარმოება, წესების დაცვით;
** ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** ყოველდღიური რეპორტის გაგზავნა მაღაზიის მენეჯერთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: Vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მოლარე".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |