www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: რესტორანი-ბარი ბარმაგლოტი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

"Parmagino Group" - ეს არის უმსხვილესი რესტორნების ჯგუფი ყაზახეთში, რომელიც ემსახურება ერთ საერთო მისიას: რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება გახადოს უფრო კომფორტული, მყუდრო და გემრიელი. ჩვენი რესტორნები ყოველ თვიურად იღებენ 8000-ზე მეტ სტუმარს.

წარმოგიდგენთ საქართველოს ბაზარზე ახალ ინოვაციურ ბარს "ბარმაგლოტი".

2019 წელს მას მიენიჭა "The World`s 50 Best"-ის პრესტიჟული საერთაშორისო რეიტინგი, ერთ-ერთი საუკეთესო ბარის "The 50 Best Discovery" ნომინაციაში.

ასევე, აღსანიშნავია, რომ " ბარმაგლოტის" პროფესიონალთა გუნდი მუდმივად ქმნის და ვითარდება, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში, ატარებს სემინარებს და bartending-ს ბარის ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავებთან. ჩვენი ბარი აღიარებულია და უყვართ სხვადასხვა ქვეყნებში მისი ინოვაციური მიდგომით და ექსპერიმენტებით.

"Parmagino Group"-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ვებ გვერდს: https://pgr.kz/

რესტორანი-ბარი "ბარმაგლოტი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა: იზრუნოს ტერიტორიაზე სისუფთავის სტანდარტების მაღალი დონის შენარჩუნებაზე, დასუფთავების ყოველდღიური ოპერაციების ზედმიწევნით და დროულად შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად ასუფთავებს ტერიტორიას, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** უზრუნველყოფს ინვენტარის სისუფთავეს;
** მონიტორინგს უწევს წუნდებულ ნივთებს;
** დაკარგული ნივთებს ათავსებს დასუფთავების დეპარტამენტში;
** ავსებს შესაბამის ფორმას ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** უზრუნველყოფს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვას;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ატყობინებს ცვლის უფროსს/ზედამხედველს;
** ეცნობა კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესებს და ასრულებს მოვალეობებს ამ პროცედურების გათვალისწინებით.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

ხელფასი: 750 ლარიდან (დამოკიდებულია სამუშაო საათებზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ივნისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: barmaglot.tbilisi@gmail.com და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე +995 595 945507.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |