www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების გუნდის ლიდერი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

იცოდი ჩვენ შესახებ?!

კომპანია "Citycom" წარმატებული სტარტაპია, რომელიც ბაზარზე 2016
წლიდან ოპერირებს. ჩვენი უახლოესი მიზანია, წარმატებული სტარტაპი გარდავქმნათ წარმატებულ ორგანიზაციად. ამაში კი, შენი როლი გადამწყვეტი შეიძლება იყოს.

"Citycom" არის სადარბაზოს ელექტრონული საფულე, რომელიც საშუალებას აძლევს კორპუსის მაცხოვრებლებს ლიფტით მგზავრობით შემოსული თანხა დააგროვონ მათი სადარბაზოს პირად ანგარიშზე და მართონ ის თავისი მიზნების შესაბამისად, გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ. "სითიქომის" საბარათე სისტემის დამონტაჟებით კორპუსის მაცხოვრებელს აღარ უწევს ხურდის მუდმივი ძიება ლიფტით სარგებლობისთვის. ჩვენი ბარათის წამკითხველ მოწყობილობაზე ბარათის დაფიქსირებისას ისინი მგზავრობენ კომფორტულად.

გვინდა, გავიგოთ შენზე რომ:

** ხარ პროაქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული, თვითორგანიზებული, გაქვს მართვის უნარ-ჩვევები,
** შეგიძლია ადამიანების შენი იდეის ირგვლივ გაერთიანება, შეგიძლია გაყიდო თანამედროვე იდეა და პოულობ ყველასთან საერთო ენას.

ჩვენ გეძებთ შენ გაყიდვების გუნდის ლიდერის პოზიციაზე.

რისი კეთება მოგიწევს?

1. მართავ გუნდს და პროცესებს:

** მართავ გუნდს ეფექტურად, რომ მიაღწიო დასახულ მიზნებსა და ამოცანებს;
** მუდმივად ზრუნავ შენი გუნდის პროფესიულ განვითარებასა და მათ მოტივაციის ამაღლებაზე. ასწავლი მათ და აძლევ მიმართულებას;
** ახდენ მყისიერ რეაგირებას წამოჭრილ დაბრკოლებებზე;
** შენ მართავ გაყიდვების სრულ ციკლს და აქტიურად მონაწილეობ პროცესების ორგანიზებასა და განვითარებაში;
** მონაწილეობ თვის ჭრილში მისაღწევი გაყიდვების გეგმების შემუშავებაში და უზრუნველყოფ მის შესრულებას;
** ჩართული ხარ საოპერაციო სისტემის განვითარების პროცესში და ახდენ შენი ხედვების გენერირებას;
** მართავ პროცესთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეს და უზრუნველყოფ დოკუმენტების სიზუსტეს;
** ამზადებ და წარადგენ რეპორტებს.

2. მართავ სატელეფონო გაყიდვებს:

** შენ გაქვს პირდაპირი, მაღალი სტანდარტის სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებელთან, ჩვენი სერვისების საჭიროების გამოსავლენად და შესაბამისად მათ გასაყიდად;
** აქტიურად იყენებ გაყიდვების ტექნიკებს, შენი და შენი გუნდის ეფექტურობის გასაზრდელად;
** სატელეფონო საუბრისას ავლენ დაბრკოლებებს და იღებ გაყიდვების პროცესის მართვისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს;
** შენ მართავ როგორც პროაქტიურ ასევე რეაქტიურ გაყიდვების პროცესებს.

3. გეგმავ და წარმართავ მომხმარებლებთან შეხვედრებს:

** სატელეფონო კომუნიკაციისას გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, აორგანიზებ მომხმარებელთან შეხვედრას.
** მიდიხარ მასთან ადგილზე და აცნობ გასაყიდი მომსახურების ყველა მახასიათებელსა და უპირატესობას.

ბევრს არ ვითხოვთ. მთავარია გქონდეს:

** გამოცდილება პროაქტიურ გაყიდვებში
** გუნდის მართვის გამოცდილება
** ეფექტური მოლაპარაკებების მართვის გამოცდილება

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა და საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების საშუალებას გაძლევს, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citycom.ge. სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს - "გაყიდვების გუნდის ლიდერი" დასახელება.

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე? მაშ გამოგზავნე შენი CV!

გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |