www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბეტონის ქარხნის ოპერატორი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

შპს "პრაიმ ბეტონი", რომელსაც სამშენებლო სფეროში 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, გაძლევს შანსს დასაქმდე ბეტონის ქარხნის ოპერატორის პოზიციაზე.

ბეტონის ქარხნის ოპერატორის ფუნქციაა დაგეგმოს და განახორციელოს ყველა საჭირო ოპერაცია ბეტონის ქარხნის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის.

სამუშაო პირობები:

პოზიციის დასახელება: ბეტონის ქარხნის ოპერატორი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: დასავლეთ საქართველო

ძირითადი მოვალეობები:

** ქარხნის სამუშაო რეჟიმისთვის მომზადება;
** ქარხნის გამართულ მდგომარეობაში მუშაობის მონიტორინგი;
** ქარხნის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
** ლაბორატორიის მიერ დადგენილი რეცეპტის სრული დაცვა წარმოების პროცესისას;
** ბეტონის წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
** დღის განმავლობაში გამოშვებული პროდუქციის აღრიცხვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებით;
** უზრუნველყოს ქარხნის სისუფთავე;
** უზრუნველყოს ყველა საჭირო უსაფრთხოების ნორმის დაცვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** სასურველია ჰქონდეს სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ ელექტრო-მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

საჭირო უნარები:

** ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |