www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტურისტული კომპლექსის მენეჯერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

2011 წელს "მეღვინეობა ხარებამ" ღვინის საცავის გარშემო განავითარა ტურისტული ინფრასტრუქტურა: დიდი რეკრეაციული პარკი მდინარითა და უძველესი ქვევრებით, ძველი ქართული წყლის წისქვილი, ქართული ტრადიციული პურის საცხობი - თონე, ჭაჭის სახდელი, ძველი მარანი საწნახელითა და ქვევრებით, საკალმახე, ფაცხები და მაყალი. სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ "მეღვინეობა ხარება"-ს 40-ზე მეტი დასახელების ღვინო, გამოხადონ ჭაჭა, გამოაცხონ პური, ამოავლონ ჩურჩხელა, შეწვან მწვადი, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო. ტურისტულ კომპლექსში შედის ასევე პრემიუმ კლასის რესტორანი "ხარება", რომელიც მთაზეა განთავსებული და ღვინის საძველეს ლიფტით უკავშირდება. რესტორანი გათვლილია 300 სტუმარზე და მის მთავარ ასპექტს ქართული ღვინო და ტრადიციული ქართული კერძები წარმოადგენს. რესტორანი არქიტექტურულად მაქსიმალურადაა შერწყმული ბუნებასთან, აქ არის ჩანჩქერი, რესტორნის ბაღი მრავალწლიანი ხეებით, მთის მდინარე, რესტორნის კოშკურა და ვერანდა, საიდანაც იშლება ალაზნის ველისა და ყვარლის ვენახების ულამაზესი ხედი.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ყვარლის ღვინის გვირაბის ტურისტული კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ყვარელი;
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი;

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული კომპლექსის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის სამუშაოს სწორად დაგეგმვის, გადანაწილების და შესრულების კოორდინაცია;
** თანამშრომლების განვითარებაზე და პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი;
** არსებული ქონების რაოდენობის, მდგომარეობის და მოძრაობის კონტროლი;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა, კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** საჭირო კადრებით დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
** ტურისტულ კომპლექსში შეძენილი და არსებული პროდუქციის კონტროლი;
** რესტორნის მენიუში შესული კერძების კალკულაციის კონტროლი;
** ნაშთების კონტროლი;
** ტურისტული კომპლექსის საკუთრებაში მყოფი ელექტრომობილების მდგომარეობის და მათი ექსპლუატაციის წესების კონტროლი;
** ტურისტულ კომპლექსში შემავალი საფირმო მაღაზიის სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობების კონტროლი;
** მაღაზიების რეალიზაციის სტატისტიკის წარმოება;
** კომპანიის მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
** პერიოდული რეპორტინგის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, საქმესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარესტორნო სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება (სასურველია ტურიზმის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაც);
** მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** რთული და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დოკუმენტაციის წარმოების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მზარდ ანაზღაურებას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: Vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ტურისტული კომპლექსის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |