www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საზაფხულო დასაქმება კონსულტანტის პოზიციაზე
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"გუდვილი" აცხადებს საზაფხულო დასაქმებას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღმის, საბურთალოს, ვაკისა და თავისუფლების მოედნის ფილიალები
გრაფიკი: 6 საათიანი სამუშაო ცვლები

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
** მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

მოთხოვნები:

** სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია: აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება სტუდენტებისათვისაც, რომელთაც სურთ საზაფხულო დასაქმება; ასევე, ნებისმიერი მსურველისათვის, ვისაც აქვს სურვილი დასაქმდეს ზაფხულში და შეიძინოს გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "საზაფხულო დასაქმება გუდვილში".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |