www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერაციებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Rooms Studio
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 2 ივლისი

დიზაინერული კომპანია "Rooms studio" ეძებს გამოცდილ კადრს ოპერაციებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

სამუშაოს აღწრერილობა:

** საერთაშორისო შეკვეთების მიღება და დამუშავება, შეკვეთების შესრულების მიზნით სწორი პარტნიორების მოძიება და შერჩევა;
** უცხოელ მყიდველებთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების და საჭიროებების დეტალური ანალიზი და გადაწყვეტის გზების მოფიქრება;
** მწარმოებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების დროულად დამზადების უზრუნველყოფა;
** დამზადებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი,
** ლოჯისტიკურ კომპანიებთან ურთიერთობა, სატრანსპორტო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
** საერთაშორისო შესყიდვების განხორციელება;
** ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით - 2 წელი;
** უმაღლესი განათლება: სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების გამართულად ცოდნა, უპირატესობად ჩაითვლება Excell-ის მაღალ დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად, 2021 წლის 2 ივლისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infro@rooms.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოპერაციების და ლოჯისტიკის მენეჯერი

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |