www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო აპარატურის ინჟინერ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

კომპანია "4Hospitals" ეძებს კვალიფიციურ სამედიცინო ინჟინერს, რომლის უმთავრესი ფუნქციები და მოვალეობებია:

** კომუნიკაციის წარმართვა სამედიცინო ტექნიკისა და აპარატურის მომწოდებელ პარტნიორებთან, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით;
** მათგან მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და აღწერილობების დეტალურად შესწავლა და აპარატურის ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესის მხარდაჭერა;
** კლიენტი ორგანიზაციებისთვის ტექნიკისა და აპარატურის მიწოდებისა და ინსტალაცია-მონტაჟის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მიერ იმპორტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების დეტალური შესწავლა და აქტიური მონაწილეობის მიღება პარტნიორი კლიენტების ტრეინინგებში;
** კლიენტი ორგანიზაციების მუდმივი მხარდაჭერა აპარატურის ტექნიკური პრობლემების ოპერატიული მოგვარების საკითხებში;
** საგარანტიო სერვისის უზრუნველყოფა კომპანიის კლიენტი ორგანიზაციებისათვის და მათთვის პროგრამული განახლების მუდმივი უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა ტექნიკისა და აპარატურის შეკეთება და საჭიროებისას კლიენტთან კომუნიკაციის პროცესში აქტიური ჩართულობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული განათლება;
** სამედიცინო ტექნიკასა და აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
** რთული ტექნიკური პრობლემების მოგვარების გამოცდილება;
** ტექნიკური ტერმინოლოგიის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** ორიენტაცია კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე;
** მიღებული დავალებებისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა.

ასევე სასურველია:

** ინგლისური და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** პირადი ავტომობილისა და მართვის მოწმობის ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@4hs.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |