www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანი, მოლარე-ოპერატორი, დიასახლისი
მომწოდებელი: ბათუმი ენთერთეინმენთ გრუპი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"Batumi Entertainment Group" (BEG) აცხადებს ვაკანსიას რესტორანში თანამშრომლების მისაღებად შემდეგ პოზიციებზე:

მდებარეობა: ბათუმი
კატეგორიები: ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

1. მიმტანი/მიმტანის დამხმარე

ფუნქციები და მოვალეობები:

** სტუმრის ინფორმირება არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ;
** კერძების მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და მომხმარებლისთვის შეთავაზება;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე უპირატესია;
** მოწესრიგებულობა, თავაზიანობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა!

2. მოლარე-ოპერატორი

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა (მათ შორის ონლაინ - delivery);
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
** შეკვეთების მიღება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** FINA ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა.

3. დიასახლისი/ჭურჭლის მრეცხავი

სამუშაოდ ვიხმობთ მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს დიასახლისის/ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

მისამართი: ბათუმი, ევროპის მოედანი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ან რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@beg.ge და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |