www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Art Group
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

საერთაშორისო კომპანია "Art Group"-ი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ოფისის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის 58
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00
დასვენება: შაბათი-კვირა
ანაზღაურებადი საგამოცდო ვადა: 2 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სატელეფონო ზარების, კორესპონდენციის და შიდა/გარე დოკუმენტაციის მართვა;
** საქმიანი წერილების შედგენა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** სტუმრების მიღება, დახვედრა და გამასპინძლება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** ლოჯისტიკურ კომპანიებთან ურთიერთობა;
** ოფისის უზრუნველყოფა საკანცელარიო, ინვენტარით;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18-40;
** სქესი: მდედრობითი;
** უცხო ენების რუსული, ინგლისური ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** გამართული მეტყველების და წერითი უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი.

2. არქიტექტორი

** სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
** არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, ფასადის კონსტრუქტორების ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** კომპანიის პროდუქციის შესწავლა;
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით;
** არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება;
** მრავალბინიან პროექტზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია, ArchiCAD პროგრამასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** ArchiCAD, AutoCAD, Photoshop - პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** Revit-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

3. დიზაინერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის აზომვა და აზომვითი ნახაზის მომზადება;
** ინტერიერის მუშა ნახაზების მომზადება;
** ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შემუშავება;
** პროექტის ინტერიერის/ექსტერიერის 3D ვიზუალიზაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში დიზაინერის სხვა დავალებების, მითითებების შესრულება;
** კომპანიის ბრენდების/მასალების შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი კონკრეტულ სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** Archicad, 3ds max AutoCAD პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** Adobe Illustrator, Adobe Photoshop, პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** შრომისმოყვარე;
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის დელეგირების უნარი.

4. ინჟინერ-კონსტრუქტორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ზედამხედველობა, მისი ყველა ეტაპის დაგეგმვა და შესრულება;
** დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** მშენებლობის სამუშაოების პროცესების სრული მართვა და კონტროლი;
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოს ყოველდღიური მეთვალყურეობა, პერსონალის ზედამხედველობა;
** საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონის მოძიება მუშის პოზიციაზე
** სამშენებლო გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება
** გეგმების, ნახაზების და სხვა დოკუმენტაციის გადამოწმება;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის დეტალიზებული კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მშენებელი-ინჟინრის კვალიფიკაციით;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** სამშენებლო სისტემების კარგი ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Shotadanelia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |