www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმზრდელი
მომწოდებელი: ბრეს საქართველო
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"ბრეს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის თანამდებობაზე.

ვაკანტური ადგილი: 6
ადგილმდებარეობა: ქალაქი ჩხოროწყუ
სამუშაო განრიგი: ცვლაში, ყოველ მესამე დღეს
ხელფასი: შეთანხმებით

მომსახურების აღწერა:

მცირე ზომის სპეციალიზებული ალტერნატიული ზრუნვა წარმოადგენს მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან განვითარების და/ან ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე 0-18 წლის ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ოჯახური ტიპის სპეციალიზებულ სადღეღამისო სააღმზრდელო მომსახურებას.

მცირე ზომის სპეციალიზებული ალტერნატიული ზრუნვის მიზანია უზრუნველყოს მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან განვითარების და ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე 0-18 წლის ასაკის ბავშვები ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მოვლით, სპეციალიზებული ფსიქოსოციალური მომსახურებით და განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის საჭირო შესაბამისი პირობებით. მომსახურება პასუხობს მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვების საჭიროებებს და ეფუძნება ბენეფიციარის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს. მომსახურებას უზრუნველყოფენ მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტები (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, პედიატრი და სხვა მოწვეული სპეციალისტები) და სპეციალურად მომზადებული აღმზრდელები. მომსახურება ბენეფიციარებისთვის ქმნის ოჯახთან მიახლოებულ გარემოს და ხელს უწყობს მათ სოციალურ ინკლუზიას.

კვალიფიკაცია და ცოდნა:

** აუცილებელი კვალიფიკაცია და ცოდნა: საშუალო განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება, ბავშვებთან პროფესიული (სააღმზრდელო) მუშაობის მინიმუმ ორწლიანი უახლესი გამოცდილება (საბავშვო ბაღში, მომსახურებებში და ა.შ.).
** სასურველი კვალიფიკაცია და ცოდნა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება; გაეროს ბავშვის უფლებათა და შშმ პირთა უფლებების კონვენციების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრული ცოდნა - word, excel.

უნარები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი
** გუნდური მუშაობა
** შეფასების და ანალიზის კარგი უნარი
** კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი.

ფუნქციები:

** მულტიდისციპლინური გუნდის და სხვა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მომსახურების ბენეფიციარების მოვლასთან დაკავშირებული საჭიროებების განსაზღვრა.
** მულტიდისციპლინური გუნდის და სხვა მოწვეულ სპეციალისტებთან, აღმზრდელებთან და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთან ერთად ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა
** ბენეფიციარების ყოველდღიური მოვლის უზრუნველყოფა (კვება, ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, ძილი და ა.შ.)
** ბენეფიციარებისთვის პირველადი დახმარების უზრუნველყოფა
** მომსახურების ფარგლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა
** ბენეფიციარების ძალადობისაგან დაცვის პროცედურების შესრულება
** ბენეფიციარების ინდივიდუალური მომსახურების გეგმით გათვალისწინებული ამოცანების უზრუნველყოფა მათი განვითარების და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების შეძენის მიზნით
** ბენეფიციარების მხარდაჭერა დამხმარე საშუალებების სწორად გამოყენების მიზნით
** ბენეფიციარების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა
** ბენეფიციარების შემთხვევების მართვა და შესაბამის სპეციალისტებთან აქტიური თანამშრომლობა
** ბენეფიციარების საქმეებთან/შემთხვევებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის რეგულარული წარმოება.

ანგარიშვალდებულება: აღმზრდელი ანგარიშვალდებულია მომსახურების ადმინისტრატორსა და ორგანიზაციის მენეჯმენტთან, ამზადებს და წარადგენს თავისი საქმიანობის ყოველთვიურ ანგარიშს და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს.

სამუშაო განრიგი: აღმზრდელის სამუშაო დრო და განრიგი განისაზღვრება ორგანიზაციის მენეჯმენტთან შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: zh.babunashvili@gmail.com ან ZBabunashvili@breathcareforkids.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |