www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IOS დეველოპერი/ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: Lemondo
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "Lemondo" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას iOS დეველოპერის კურსზე.

Lemondo (http://www.lemondo.com) დაარსდა 2010 წელს და არის წამყვანი Apple iOS, Google Android და Windows Mobile აპლიკაციებისა და თამაშების დეველოპერი სტარტაპ კომპანია საქართველოში.

სასიამოვნო, კომფორტული და მეგობრული გარემოს შედეგი არის 100-ზე მეტი პროდუქტი, რომელიც შეიქმნა როგორც მსოფლიო, ისე ადგილობრივი ბაზრისათვის. (ელვისი, ტკტ, და სხვა..)

ძირითადი მოვალეობები:

** iOS აპლიკაციების შექმნა / განვითარება
** ახალი ტექნოლოგიების კვლევა-გამოყენება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა
** ნებისმიერი პროგრამირების ენის ცოდნა
** OOP ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად კვლევის უნარი

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00სთ დან 19:00სთ-მდე შაბათ-კვირის და დღესასწაულების გარდა)

სამუშაო პირობები:

თანამედროვე ოფისი, ენერგიული და პროფესიონალების გუნდი. სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვე.

შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, პირველადი გასაუბრების შემდეგ. "ლემონდუ"-ს მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თუ ხართ მოტივირებული, გაგაჩნიათ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და სურვილი შექმნათ ინოვაციური პროდუქტები, შეისწავლოთ iOS დეველოპმენტი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lemondo.com Subject-ად მიუთითეთ "iOS Developer".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |