www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ნეოფარმი+
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

შპს "ნეოფარმი+" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

"ნეოფარმი"-ს სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა სწრაფი და მაღალხარისხიანი მომსახურება; მათთვის კონსულტაციის გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
** მომხმარებელთათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება;
** პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე (შესაბამისი წესების დაცვით);
** პროდუქციის ნაშთების კონტროლსა და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება(განიხილებიან სტუდენტებიც);
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას სწავლებისა და ტრენინგების საშუალებით;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ფარმაცევტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 545097 ან +995 574 252562.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ნეოფარმი+"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები") შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge, ტელ: 577 545 097

კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის პერსონალური მონაცემი შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით.

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |