www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სამბრელა
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

კრეატიული სააგენტო "სამბრელა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა-განხორციელება და შედეგების ანალიზი;
** კომპანიის ბრენდინგზე ზრუნვა და შესაბამისი აქტივობებით განმტკიცება;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კოორდინირება;
** დიზაინერთან კომუნიკაცია და მისი კოორდინაცია;
** უცხოური პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება, თანამშრომლობის დამყარება;
** სოციალური ქსელების სტრატეგიის შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა და ანალიზი;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** კომპანიის საიტის ოპტიმიზაცია;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო კონტენტის შექმნა.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში (მარკეტინგის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Word-ისა და MS PowerPoint-ის.

სხვა აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: მდებარეობა: თბილისი, საბურთალოს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00
ხელფასი განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@sambrela.com და სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |