www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ამგროვებელი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ამგროვებლის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: კვირაში 6 დღე; 16:00 - 01:00 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი, საქალაქო სასამართლოს უკან
ანაზღაურება: 650-700 ლარი + ბონუსი
კომპანია უზრუნველყოფს: ტრანსპორტირებას და კვებას

ძირითადი ფუნქციები

** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის შეგროვება და მომზადება სადისტრიბუციოდ;
** სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;
** პროდუქციის განთავსება მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში;
** პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად;
** საწყობში განთავსებული საქონლის აწონვა, დათვლა და აღრიცხვა;

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:

** დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 598 087 007
** ან შეავსოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/X31wpWnvGCuU4Bh79
** ან გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |