www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხმის და განათების ინჟინერი
მომწოდებელი: Melo
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

თუ გიყვარს აუდიო აპარატურა, გაქვს სურვილი ჩაერთო დიდ პროექტებში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება პროფესიული ხმის თუ განათების ინჟინერიის მიმართულებით, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. მთავარია გქონდეს ხმის და განათების ინჟინერიის ცოდნა, იყო მონდომებული და გქონდეს სიახლის შესწავლის სურვილი.

თუ ისევ აგრძელებ კითხვას მაშინ ვისაუბროთ დეტალებზე.

ჩვენი კომპანია - "MELO" ახორციელებს ფონური მუსიკის ინტერნეტის საშუალებით მიწოდების სერვისს (music streaming) ასევე ვთავაზობთ კლიენტებს სხვა სერვისებსაც, როგორიცაა სასცენო გახმოვანება/განათების მონტაჟი, ხმოვანი გამოცხადების სისტემები, ლედ ეკრანები და ა.შ. სერვისი გათვლილია ყველა იმ დაწესებულებისთვის, ვისაც ჭირდება გახმოვანება თუ განათება მაგ. სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სტადიონები და ა.შ.

რას მოიცავს თქვენი საქმიანობა:

** პროექტის ტექნიკურად დამუშავება, აპარატურის შერჩევა და კლიენტებისთვის გადაწყვეტილების შეთავაზება;
** აპარატურის კონფიგურაცია, ტექნიკური გამართვა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია ნებისმიერ ტექნიკური დეტალებთან დაკავშირებით და მათთან ერთად პროექტის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის შესწავლა, ახალი პროდუქციის გაცნობა, ტრენინგებზე დასწრება, მომწოდებლებთან ურთიერთობა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით;
** ნახაზების შედგენა (Autocad, Archicad ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პრეზენტაციების შედგენა;
** ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** საუკეთესო გამოცდილებას პროფესიული აუდიო/განათების ინჟინრის მიმართულებით;
** კარიერულად გაზრდის შესაძლებლობას;
** საწყის ეტაპზე თავისუფალ სამუშაო გრაფიკს და ადგილს;
** ულიმიტო კორპორაციულ ნომერს;
** მეგობრულ ხალისიან გარემოს;
** რეგულარულ საქმიან მივლინებებს საქართველოს მასშტაბით;
** მოჭრილ ხელფასს და დამატებითი თანხის გამომუშავების საშუალებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ხმის/განათების ინჟინერიის საბაზისო ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროფესიულ აუდიო თუ განათების აპარატებთან მუშაობაში;
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად
** სხვადასხვა სახის სერტიფიკატები აუდიო/განათების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი და ერთად ვაკეთოთ საინტერესო პროექტები, მაშინ გამოაგზავნე CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე giorgi@melo.ge და არ დაგავიწყდეს სათაურში (subject-ში) მიუთითო ამ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |