www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 7 ივლისი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ხორცის განყოფილებაში დამხმარე

სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი. კვირაში ერთი დღე დასვენება.

მოთხოვნები:

** ასაკი: 40 წლამდე
** სქესი: მამრობითი

ძირითადი მოვალეობები:

** ხორცის დაჭრა, დახლზე განთავსება
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია თურქული ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მხიარული, მუდამ მომღიმარი, თავაზიანი

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2 კვირა.

ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 600 ლარს, ხოლო 3 თვის შემდეგ 700 ლარს ზრდის პერსპექტივით.

2. კონსულტანტი

სამუშაო გრაფიკი: სრული (1 დღე მუშაობა 1 დღე დასვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მხიარული, მუდამ მომღიმარი, თავაზიანი

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2 კვირა.

ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 500 ლარს, ხოლო 3 თვის შემდგომ 550 ლარს.

3. საწყობის თანამემწე

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დასაწყობება არსებული წესების შესაბამისად;
** პროდუქციის დროულად დათვლა, აღრიცხვა;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** მომარაგების მანქანის დატვირთვა/დაცლა

სამუშაო საათები:

კვირაში 6 დღე 10-00 საათიდან 19-00 საათამდე.

მოთხოვნები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი
** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება

ვაკანსია განიხილება მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატებისათვის.

ხელფასი: პირველი სამი თვის განმავლობაში 900 ლარი ხოლო 3თვის შემდგომ ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს მომატების პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Tursaltd@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ.

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |