www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ექსპატჰაბი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

სწრაფად მზარდი, თბილისში დაფუძნებული იურიდიული და საბუღალტრო კომპანია (https://expathub.ge/) აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ვაკე, თბილისი
გრაფიკი: კვირაში 4 დღე, 32 საათი (ორშაბათიდან ხუთშაბათამდე)
ანაზღაურება: 1100-1500 ლარი, გამოცდილებიდან გამომდინარე

ჩვენი კლიენტები არიან უცხოელები, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოში გადმოსვლა, თავიანთი ბიზნესის აქ განვითარება ან წამოწყება.

პოზიციის აღწერა:

** საგადასახადო დეკლარაციების შევსება შემოსავლების სამსახურში ჩვენი კლიენტების სახელით;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ჩვენი კლიენტი კომპანიებისთვის;
** ჩვენი კლიენტებისთვის დახმარების გაწევა შემოსავლების სამსახურში და იუსტიციის სახლში რეგისტრაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბუღალტერიაში, ფინანსებში ან ეკონომიკაში;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ბრწყინვალე დონე ვერბალურ და წერით ინგლისურში;
** ქართული ენის ფლობა მშობლიური ენის დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ხელფასი
** 4 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან ხუთშაბათამდე);
** მოქნილი გრაფიკი;
** კომფორტული ოფისი ვაკეში; ასევე, შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ სახლიდან კვირაში რამდენიმე დღე;
** მეგობრული და სასიამოვნო გარემო
** უფასო ლანჩი უზრუნველყოფილი ყოველდღიურად.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი:

** CV (ინგლისურად)
** სამოტივაციო წერილი (პიროვნული თვისებების, უნარების, სამუშაო გამოცდილების აღწერით, ასევე რატომ თვლით საკუთარ თავს საუკეთესო კანდიდატად ამ პოზიციისთვის, ინგლისურად)
** სახელფასო მოლოდინი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ ზემოთ ხსენებული დოკუმენტები შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@expathub.ge

შენიშვნა: კანდიდატები, რომლებიც გამოგზავნიან რეზიუმეს და სამოტივაციო წერილს ქართულ ენაზე, არ განიხილებიან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |