www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავინტილაციო სისტემების ტექნიკოსი
მომწოდებელი: კაია
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

"კაია" წარმოადგენს მრავალპროფილური, ფურცლოვანი თუნუქის დამმუშავებელ საწარმოს, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის (CNC) ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების გამოყენებით აწარმოებს სამშენებლო პროდუქციას. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.kaya.ge

პოზიციის დასახელება: სავინტილაციო სისტემების ტექნიკოსი
მდებარეობა: თბილისი (აეროპორტის მიმდებარედ);
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი ცვლების შესაბამისად;
შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
ვაკანტური ადგილები: სამი;
სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება სწრაფად.

სამუშაოს მოკლე აღწერა: სავინტილაციო სისტემების აწყობა.

მოვალეობები:

** ფილტრების დამზადება;
** აირსატარების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დამპერების აწყობა;
** ცხაურების აწყობა;
** AHU-ს აწყობის პროცესში მონაწილეობის მიღება.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** ხელსაწყოების გამოყენების უნარი;
** ნახაზების კითხვის უნარი.

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით;
** სასურველია წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (უცხოელ თანამშრომლებთან საკომუნიკაციოდ).

სხვა აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

რას გთავაზობთ:

** ზრდადი კომპანია დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** ტრანსპორტირება ისნის მეტროდან საწარმომდე და უკან;
** კვება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kaya.ge სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება ან შეავსეთ განაცხადი მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3jZGAfh

განაცხადის მიღების ბოლო დღე: 8 აგვისტო.

"კაია - KAYA" გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

"კაია - KAYA" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |