www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება,
** გამოცდილება საერთაშორისო კლინიკური კვლევების მიმართულებით,
** კლინიკური კვლევების დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება,
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

ცენტრში კლინიკური კვლევების მოზიდვა, კვლევების განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნა და პროცესის ზედამხედველობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

მისამართი: თბილისი, კ, ჩაჩავას N7.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე Vacancy.Surgery@aversi.com და გთხოვთ, წერილის სათაურში(Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 14 აგვისტო.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |