www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჩინური და ინგლისური ენების მცოდნე პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიოდიზელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

შპს "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ჩინური და ინგლისური ენების მცოდნე პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის დაგეგმვა;
** კოორდინირებული სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის მომზადება;
** პარტნიორი კომპანიების მოძიება;
** მოძიებულ პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან, ნ მოლაპარაკების წარმოება;
** იურიდიულ კონტრაქტებთან მუშაობა;
** პროექტისთვის საჭირო სპეციფიკაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
** ყოველკვირეული სამუშაო გეგმის მომზადება;
** სამუშაოთა მიმდინარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** პროექტის დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; ყოველდღიური მეთვალყურეობა,
** პროექტის ანგარიშის მომზადება;
** პროექტის წარმართვა დამტკიცებული გრაფიკით და ბიუჯეტით;
** დაგეგმილი სამუშაოდან გამომდინარე, მომდევნო პერიოდის ბიუჯეტის შეთანხმება;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ინტერპრეტაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ ან ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ჩინური, ინგლისური და ქართული ენების ცოდნა აუცილებელია;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ასევე LinkedIn-ში და ვი ჩათ-ში (We Chat) მუშაობის ცოდნა

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებული;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@biodiesel.ge. გთხოვთ, ველში "subject", მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |