www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი - არქიტექტ. დიზაინი და მშენებლობის ზედამხედველობა
მომწოდებელი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 7 აგვისტო

საქართველომ "აზიის განვითარების ბანკისაგან" (Asian Development Bank) მიიღო დაფინანსება "თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამა - ქვეპროგრამა 1"- პროექტის განხორციელებისათვის და განზრახული აქვს დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებულ იქნას ზემოხსენებული კონტრაქტის ფარგლებში გადახდების განსახორციელებლად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწვევს საკონსულტაციო ფირმებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: "არქიტექტურული დიზაინი და მშენებლობის ზედამხედველობა".

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 21 თვე. (6 თვე პროექტირება + 15 თვე მშენებლობის ზედამხედველობა).

შერჩევა განხორციელდება ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად ("ADB Procurement policy: Goods, Works, Non-consulting and Consulting Services", and "Procurement regulations for ADB Borrowers: Goods, Works, Non-consulting and Consulting Services", July 01, 2017), რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://www.adb.org/documents/procurement-regulations-adb-borrowers

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის: https://selfservice.adb.org/OA_HTML/adb/xxcrs/jsp/ADBCsrnFwd.jsp?sel=170784 მეშვეობით, არაუგვიანეს 2021 წლის 7 აგვისტოსი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |