www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი, ბარმენი
მომწოდებელი: კრომბახერი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

ლუდის მაღაზიათა ქსელი "Krombacher" მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო ლუდებს მთელ ევროპაში.

ცენტრალური ლუდსახარშებიდან ჩვენთან წარმოდგენილია გერმანული, ჩეხური, ბელგიური, დანიური, ირლანდიური და ინგლისური ლუდების ფართო არჩევანი, როგორც ჩამოსასხმელი, ასევე ბოთლის და ქილის.

ლუდის მაღაზიათა ქსელი "Krombacher"-ი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის და ბარმენის (ლუდის ჩამომსხმელი) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, დიდუბის რაიონი.
ანაზღაურება: დღეში 35 ლარი.
სამუშაო გრაფიკი და საათები: სრული განაკვეთი; 09:30-დან 23:00-მდე თვეში 15 დღე. (2 დღიანი მუშაობის მერე 2 დღე დასვენება).

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლის განწყობაზე ზრუნვა;
** ვადების კონტროლი;
** თაროების შევსება-მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ზოგადი მოთხოვნები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური, ენერგიული;
** პუნქტუალური, მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: brauhaustbilisi@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |