www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

"ფინანსური ბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. "ფინანსური ბიურო" აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინანსური ბიურო" აცხადებს ვაკანსიას სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრის პოზიციაზე სამეგრელოში - ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი 10:00-დან 13:00-მდე.

სამუშაოს აღწერა:

** სასესხო ვალდებულებების მქონე მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით.
** პორტფელის დამუშავება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას.

კომპეტენციები და უნარები:

** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცერი - სამეგრელო", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |