www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ მაღაზიის განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 180 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული პროდუქტის მართვა და ზედამხედველობა;
** გუნდის შექმნა და სტრუქტურის დახვეწა;
** მაღაზიის საოპერაციო პროცესების დანერგვა და მონიტორინგი;
** სერვისების და ლოგისტიკის ორგანიზება;
** მაღაზიის ადმინისტრირება და ზედამხედველობა;
** ციფრული მარკეტინგ აქტივობების მართვა: SEO, სოციალური ქსელების კამპანიების დაგეგმვა,
** e-mail მარკეტინგი;
** მაღაზიის ანალიტიკის და მთავარი ინდიკატორების ანალიზი;
** გეგმების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ონლაინ მაღაზიის საკადრო სტრუქტურის აწყობისა და მართვის გამოცდილება;
** CS-Cart-თან ან ანალოგიურ პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება;
** ციფრული პროდუქტების მართვის და გაშვების გამოცდილება;
** ბექ-გუნდთან ურთიერთობის გამოცდილება;
** აუცილებელია კანდიდატს ქონდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი. (სამსახურისთვის საჭირო საწვავი ანაზღაურდება)

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელური;
** პასუხიმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება შეთანხმებისამებრ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო (Online საიტების ლინკები) შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "ონლაინ მაღაზიის განყოფილების ხელმძღვანელი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |