www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრაილერის მძღოლი
მომწოდებელი: ვეგა გრუპი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

კომპანია "ვეგა გრუპი" 2015 წლიდან ლოგისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "ვეგა გრუპი" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

კომპანია "ვეგა გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ტრაილერის მძღოლის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ტრაილერის მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** E კატეგორიის მართვის მოწმობა;
** რუსეთის ვიზა;
** რუსული ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის გადაზიდვა დანიშნულების ადგილზე (ქვეყნის გარეთ);
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** პატიოსნება.

სამუშაო არის სტაბილური, მაღალი ანაზღაურებითა და სხვადასხვა ბენეფიტით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში ( subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ტრაილერის მძღოლი საერთაშორისო გადაზიდვებისთვის) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 85 28 76

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 აგვისტო, 2021 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |